ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს
მთავრობის დადგენილებით, 1-ლი იანვრიდან გარკვეული ბიზნეს სუბიექტების თანამშრომელთა გატესტვას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და აღნიშნული ხარჯის საკუთარ თავზე აღება ბიზნესს მოუწევს.
საუბარია, ამ ტიპის იმ ობიექტებზე, სადაც 30-ზე მეტი დასაქმებულია. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პსრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.
თავის მხრივ, ბიზნესი აცხადებს, რომ ამ ხარჯის გაწევას რეალურად ვერ შეძლებს და შექმნილ სიტუაციაში თავად დამსაქმებლებს დაავალდებულებს, რომ საკუთარი ტესტირების სსაფასური თვითონ გადაიხადონ.