ახალი ამბები

კახეთში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში და ქალაქ ყვარელში. ერთ-ერთი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, განთავსებული იყო 1 ერთეული ვერხვის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი), საამქროს მიმდებარედ კი, განთავსებული იყო 5 კუბური მეტრი ნახერხი და გადამუშავებული ნარჩენი.

,,სამართალდამრღვევების მიმართ, ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების ასახვის დარღვევისა და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით”,-აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.