ლაგოდეხში იაპონური ნაგავმზიდი იმუშავებს
იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, ლაგოდეხში “სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” (საგა) ახალ პროექტს განახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ნაგავმზიდის მოძრაობას და ნაგვის ურნების განთავსებას.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოკერიას თქმით, გარდა ამისა, ლაგოდეხის მუნიცილიტეტის ტერიტორიაზე 80 ახალი ურნა განთავსდება.
მისი თქმით, ლაგოდეხში იმოძრავებს ახალი იაპონური ნაგავმზიდი, ხოლო ურნები გათვალისწინებული იქნება პლასტიკის სუპარირებისთვისაც.
,,იაპონიის საელჩომ ახალი წელი საუკეთესო საჩუქრით მოგვილოცა საგა-ს და გვაცნობა, რომ ჩვენი პროექტი, რომელიც ლაგოდეხის მერიასთან თანამშრომლობით დაფინასდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სულ მალე დაემატება ახალი ნაგავმზიდი მანქანა, ახალი ურნები, მათ შორის პლასტიკის სეპარირებისთვის და ბევრი სხვა სიკეთე, რათა უფრო სუფთა და მოწესრიგებული გარემო შევქნათ ჩვენი ლაგოდეხისთვის. მადლობა იაპონიის მთავრობას და იაპონელ ხალხს”,-აცხადებს გიორგი ბოკერია.
პროექტის ჯამური ღირებულება 90.000 აშშ დოლარია.
“სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” პროექტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით და თანადაფინანსებით ახორციელებს.