სოფელ ბაბანეურის მოსახლეობა საძოვრის აუქციონზე გატანას აპროტესტებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობა საძოვრის აუქციონზე გატანას აპროტესტებს. ადგილობრივების ნაწილმა აქცია გამართა და პროცესის შეჩერება მოითხოვა.
მათი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის მიწას, რომელიც წლებია სოფლის კუთვნილებაა.
ადგილზე იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური. მისი განმარტებით, აუქციონზე გატანილი მიწა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო იღებს. თუმცა, მერი მიიჩნევს, რომ ადგილობრივების პროტესტი სამართლიანია და პრობლემების მოსაგვარებლად, კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებასთან.
საუბარია 9 ჰექტარ მიწის ფართობზე, სადაც დაინტერესებული მხარე სავარაუდოდ, სასტუმროს ააშენებს.
ფოტო: ipn.ge