თელავის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის და საახალწლო განათებების მოწყობა დასრულდა- ფოტოები
თელავის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებებისთვის საბოლოო სამზადისი მიმდინარეობს.
პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი დაესწრო. მისი თქმით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები დღეს ჩაირთვება.
,,დღეს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა საშობაო სოფელი, სადაც თოვლის პაპა უმასპინძლებს ბავშვებს. გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთები და ნატურალური პროდუქტი, ანიმატორები გაამხიარულებენ პატარებს. საღამოს კი ყველა ერთად, საზეიმოდ ავანთებთ ახალ ნაძვის ხეს”,– განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.