ახალი ამბები

საგარეჯოში ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 6 ფაქტი გამოავლინეს.

ექვსივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები ნახშირის გამოწვას, დაურეგისტრირებელ სანახშირე ოქმოებში ახდენდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.