საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმედ გამოცხადდა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმედ გამოცხადდა.
ამის შესახებ საბჭოს სხდომის შემდეგ მასთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„როგორც ცნობილია, სკოლებში 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით არდადეგებია და ამასთან ერთად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეებად გამოცხადდეს. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავისით მიიღოს და ეს პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადოს“, – განაცხადა ღიბრაძემ.