წლის ბოლომდე ვაქცინაციის 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლომდე ვაქცინაციის 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ.
„ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და ავიცრათ.
„ომიკრონის“ შემდგომი გავრცელების და სიტუაციის შემდგომი პრევენციის ერთადერთი საშუალება გვაქვს – ეს არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, აცრის მოცვის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ორჯერადი აცრის მაჩვენებელი დღეისთვის არის 37.6%; მოცვა მაღალი არ არის და წლის ბოლომდე ალბათ მოზრდილი მოსახლეობის 40% აიცრება, 60%-იან მაჩვენებელზე ვერ გავდივართ. იმისთვის, რომ „ომიკრონმა“ მდგომარეობა არ გააუარესოს, უნდა ავიცრათ, ასევე შესაძლოა, უწყებათშორის საბჭოს წარვუდგინოთ წინადადება, რომ ორჯერადად აცცილებისთვის ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრა გახდეს აუცილებელი”,-განაცხადა გამყრელიძემ.