გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ.
კერძოდ, სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან – იანვრის ბოლომდე, გიდებს 10-დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ.
აბონემენტის მიღება, საჭიროების შესაბამისად, რამდენჯერმე იქნება შესაძლებელი. ამასთან, სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული, წარმოადგინოს აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი – “მწვანე პასპორტი”და საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა.