აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვები ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან-ვიდეო
აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს ეკუთვნის.
იგი დიდი კავკასიონის ენდემია და მაღალმთიანი კავკასიონის მთებში გვხვდება. ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე დაახლოებით 240-მდე ინდივიდი ბინადრობს და მიგრირებს საქართველო-დაღესტანის ტერიტორიაზე.
სწორედ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გადაღებულ ვიდეოს გთავაზობთ, სადაც ულამაზეს გარემოს და აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვებს იხილავთ.
ვიდეო : Nika Kerdikoshvili