მსოფლიო ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალო სამი პრეპარატი დაამტკიცა
ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) კორონავირუსის მკურნალობისთვის ორი მედიკამენტი, Xevudy და Kineret-ი, გადაუდებელი გამოყენებისთვის კი მედიკამენტი Paxlovid-ი დაამტკიცა.
„მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი Xevudy (სოტროვიმაბი), რომელიც ფარმაცევტულმა გიგანტმა GlaxoSmithKline-მა და ამერიკულმა კომპანია Vir Biotechnology-მა ერთობლივად შექმნეს, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას პაციენტებში”, – ნათქვამია EMA-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მედიკამენტი Kineret-ი, რომელიც შვედურმა კომპანია Orphan Biovitrum-მა შექმნა, ამცირებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას და პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებისგან იცავს.
ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მტკიცებით, მესამე მედიკამენტი, კომპანია „ფაიზერის“ აბები Paxlovid-ი, რომელიც გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცეს, შეიძლება გამოყენებულ იქნას „კოვიდ 19-ით დაინფიცირებული მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც არ ესაჭიროებათ დამატებითი ჟანგბადი და რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადების პროგრესირების რისკი.”
„Paxlovid-ი, უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე კოვიდ 19-ის დიაგნოზის შემდეგ და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში“, – აცხადებენ სააგენტოში.
აღნიშნული სამი მედიკამენტის დამტკიცება საბოლოოდ ევროკომისიის გადასაწყვეტია. ევროკავშირმა ამ დრომდე კორონავირუსის სამკურნალო ექვსი მედიკამენტი დაამტკიცა.