ახალი ამბები

10 საახალწლო ფილმი, რომელიც სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ – ბლოგი

საახალწლო განწყობის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია ახალი წლის დადგომასთან ერთად.

განწყობის შესაქმნელად ფილმების ყურება აუცილებელი ტრადიცია უნდა გახდეს თქვენს ცხოვრებაში, რათა ეს ახალი წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უნდა შესარულოთ. ფილმები, რომლებსაც თქვენ იხილავთ საახალწლო სასწაულის რწმენას შეგმატებთ.

1. მარტო სახლში/Home Alone – ახალი წელი ამ ფილმის გარეშე იგივეა, რაც ნაძვის ხე მოსართავების გარეშე.

ფილმის სიუჟეტი:
ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში, დაბნეულ მშობლებს ერთ-ერთი შვილი სახლში რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მარტოობას თავს მშვენივრად ართმევს. უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.

2. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა/How the Grinch Stole Christmas-ეს ფილმი მათთვისაა, ვისაც შობაზე ნეგატიური წარმოდგენები აქვს. თუმცა, ის სრულიად შეგიცვლით აზრს და განწყობას აგიმაღლებთ.

ფილმის სიუჟეტი:
ქალაქ კტოგრადში ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად – გრინჩი. თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის დაბანჯგვლული არსება არავის უყვარდა. გრინჩი მთელ სამყაროზე განაწყენებული იყო, ამიტომაც მარტო ცხოვრობდა. მას განსაკუთრებით არ უყვარდა შობის დღესასწაული და ამ დღეს ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდებოდა.

3. რეალური სიყვარული/ Love Actually-ეს ფილმი ნამდვილად დაგარწმუნებთ შობის ღამის სასწაულს.

ფილმის სიუჟეტი:
„რეალური სიყვარული” მიყვება რვა ძალიან განსხვავებული წყვილის ცხოვრებას, რომლებიც მათ სასიყვარულო ცხოვრებას ეხება. ეს სხვადასხვა თავისუფლად და ურთიერთდაკავშირებულ ზღაპრებში ხდება, რომლებიც შობის წინა დღეებში ლონდონში, ინგლისში ვითარდება.

4. ცუდი სანტა/Bad Santa-თუ კომედიას გნებავთ უყუროთ სანტა კლაუსზე, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა.

ფილმის სიუჟეტი:
შობის წინ, სანტა-კლაუსის ტანსაცმელში გადაცმულმა უილიმ სავაჭრო ცენტრის გაქურდვა გადაწყვიტა, მაგრამ ის მოულოდნელად გაიცნობს ბიჭს, რომელიც მას ნამდვილ სანტად მიიღებს.

5. საშობაო ზღაპარი/A Christmas Carol-თუ ანიმაციის ნახვა გსუთ, რომელიც ემოციებით აგავსებთ, მაშინ ამ ანიმაციას აუცილებლად უნდა უყუროთ.

ფილმის აღწერა :
მაიზერ ებენეზერ სკრუჯს შობის წინა ღამეს სულები გააღვიძებენ და მის უაზრო ცხოვრებას დაანახვებენ_ აჩვენებენ რა შესაძლებლობები გაუშვა ახალგაზრდობაში, ახლანდელ უხეშ მოქცევაში, და იმასაც_რაც ელოდება, თუ სკრუჯი ამ ყველაფერს არ შეცვლის.

6. ადამიანი, რომელმაც შობა გამოიგონა/The Man Who Invented Christmas-სათაური ყველაფერს გეუბნებათ, საკმარისია ფილმი ჩართათ.

ფილმის აღწერა :
რამდენიმე წარუმატებელი წიგნის შემდეგ, ჩარლზ დიკენსი გადაწყვეტს დაწეროს და საკუთარი სახსრებით გამოუშვას წიგნი_ “საშობაო სიმღერა”.

7. ელფი/Elf-ელფების საქმიანობა ყოველთვის შრომატევადია. თუ ელფების მოყვარული ხართ, მაშინ ისიამოვნეთ ფილმით.

ფილმის აღწერა:
უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთ-ერთი მათგანი მას იშვილებს. ბიჭს ახალ სახელს მისცემენ და ბადს დაარქმევენ. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.

8. ქეროლი/Carol-ვისაც მელოდრამა გიყვართ და ახალ წელსაც გადაწყვიტეთ უყუროთ, საკმარისია ქეროლი ჩართათ.

ფილმის აღწერა :
მოქმედება 1950-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. ორი განსხვავებული წრის წარმომადგენელი ქალი სიყვარულის აგონიაშია. ახალგაზრდა ტერეზი მანჰეტენის უნივერსალურ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ის ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებაზე ოცნებობს, როდესაც მომხიბლავ ქალს ხვდება, რომელიც ხელსაყრელად, მაგრამ უსიყვარულოდაა დაქორწინებული. ისინი იმწამსვე უგებენ ერთმანეთს და უწყინარ პირველ შეხვედრას მათ შორის ღრმა კავშირი ცვლის.

9. დღესასწაული/Holidate-ეს არის ფილმი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ყველა დღესასწაული სათანადო აღნიშვნას იმსახურებს.

ფილმის აღწერა :
სლოანს და ჯეკსონს დღესასწაულებზე მარტო ყოფნა არ უყვართ, რადგან ოჯახის სხვა წევრები განიკითხავენ და ლექციებს უკითხავენ. ამიტომ, ისინი ქუჩაში ორ უცნობს შეხვდებიან და ოჯახურ დღესასწაულზე წაიყვანენ.

10. სტოუნების ოჯახი/The Family Stone-სტოუნების ოჯახის საშობაო თავგადასავალი ნამდვილად არის ის, რაც საახალწლოდ კარგ გუნებაზე დაგაყენებთ. ბევრ საინტერესო პერსონაჟთან ერთად, აქ უამრავი საინტერესო თემაა წამოჭრილი. ფილმი გვახსენებს, რომ შესაძლოა ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თუმცა, ეს დიდ სიყვარულში ხელს ნამდვილად ვერ შეგვიშლის.

ფილმის აღწერა :
სტოუნების ოჯახი გამოირჩევა იშვიათი ურთიერთობით და ურთიერთგაგებით, მაგრამ როცა საყვარელი შვილი, ევერეტ სტოუნი, სახლში საცოლეს მერედიტს მოიყვანს, ექსცენტრიული ოჯახი გადაწყვეტს ახალგარზრდებს თავისი უარყოფითი აზრი განუცხადოს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ. ევერეტი და მერედიტი მიმართავენ ევერეტის დას ჯულის, თუმცა ეს მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას. სიტუაციას არანაირად არ გააადვილებს ყრუ ძმა–გეი ტედიც, იმის მიუხედავადაც, რომ მხოლოდ ის, ევერეტის გარდა, არ განიცდის მერედიტის მიმართ ზიზღის გრძნობას.

31 დეკემბრის ღამეს, როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, რაღაც შეიცვლება_ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყება და ვინ იცის, იქნებ ეს ეტაპი ფილმის სიუჟეტივით ჯადოსნური იყოს.

გისურვებთ ბედნიერ შობა ახალ წელს.