2022 წლიდან „თელმიკოს“ ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან „თელმიკოს“ ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.
ამის შესახებ „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის უფროსმა, თეა ნოზაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გადახდას მოსახლეობა ქვითრის მომზადებიდან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში შეძლებს.
„გადახდის საბოლოო თარიღი დაფიქსირებული იქნება ქვითარში ისევე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე. ხოლო პენსიონრები, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. აღნიშნული ცვლილებების, გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება“, – განაცხადა თეა ნოზაძემ.