ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება

დღეს, 16 დეკემბერს, 17:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეუიძლიათ ისარგებლონ ბმულით: https://us05web.zoom.us/j/8456133478. (Meeting ID: 845 613 3478, Passcode: ffR3Y0)

თელავის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი 27 მილიონ 695 ათას 500 ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ბიუჯეტის პროექტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 8 მილიონ 729 ათასი ლარი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საკითხს, ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 900 ათასი ლარით და 5 მილიონი ლარით განისაზღვრება.