ახალი ამბები

კახეთში უამინდობა 16 დეკემბრამდე გაგრძელდება

16 დეკემბრამდე კახეთის რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, უამინდობის შენარჩუნებას ვარაუდობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება. ტემპერატურა დაიკლებს, დაბლობებში იწვიმებს, ხოლო მთასა და მაღალ მთაში მოთოვს. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელია +1 გრადუსამდე, ხოლო დღის საათებში ტემპერატურის მაქსიმუმმა შესაძლოა +15 გრადუსს მიაღწიოს.