ახალი ამბები

“ავიცრათ ერთმანეთისთვის” – თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთვნენ

ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად იმუნიზაციის კამპანიაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ.

ახალგაზრდები თელავის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო მასალა დაარიგეს.

მათი თქმით, ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის” ასე ჰქვია კამპანიას, რომელშიც უკვე ოცი უნივერსიტეტი ჩაერთო. კამპანიის მიზანია მოსახლეობის დარწმუნება კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად.