გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს
რამდენიმე დღის წინ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმარი გარდაიცვალა.
41 წლის კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. შემთხვევის დღეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.