გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკვებული პირი გარდაიცვალა
გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი დაკვებული სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა.
შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში 41 წლის კაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შ. ჯ სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.