ახალი ამბები

იზრდება თუ არა დევნილთა დახმარება, რომელიც ახლა 45 ლარს შეადგენს – რას ამბობენ დევნილთა სააგენტოში

2022 წლიდან სახელმწიფო გასაცემლები იზრდება.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასაკით პენსიონერებისთვისა და შშმ პირებისთვის პენსიის, ხოლო საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდა.

გაეზრდებათ თუ არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილთა დახმარების თანხა, რომელიც დღეის მდგომარეობით 45 ლარს შეადგენს?

როგორც უწყებაში განმარტავენ ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს, სადაც დევნილები შედიან. ვინაიდან, ჯერ კიდევ მუშა პროცესია, ჯერჯერობით უცნობია გაეზრდებათ დევნილებს სახელმწიფო გასაცემლის ოდენობა თუ არა.