შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ღვინის კომპანიების სერტიფიცირება სავალდებულო გახდეს
ღვინის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალისიფიცირებული ღვინის მონიტორინგის უფლების მინიჭებას ითხოვს.
როგორც სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა აცხადებს, ადგილობრივ ბაზარზე უწყება კონტროლს ვერ ახერხებს, ვინაიდან კანონმდებლობით მათ ამის უფლება არ აქვთ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე კომპანიების სერტიფიცირებასა და ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას ითვალსიწინებს, მუშავდება და ის სავარაუდოდ, 2023 წელს ამოქმედდება. ლევან მეხუზლას თქმით, მწარმოებლები შესაბამისი სერტიფიკატების გარეშე პროდუქციას ვეღარ გაყიდიან.
“2023 წლიდან კანონში შედის ცვლილებები, რომ იყოს სავალდებულო სერტიფიცირება ადგილობრივ ბაზარზეც. ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ გონივრული ვადა, რომ ის კომპანიები და მეწარმეები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მოქმედებენ, გადაეწყონ და მეტი ყურადღება მიაქციონ თავიანთ პროდუქტს”,– აცხადებს ,,ბიზნეს ფორმულასთან” ლევან მეხუზლა.
კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ რეგულაციების ამოქმედება საჭიროა, თუმცა ამან კეთილსინდისიერი ბიზნესი არ უნდა დააზარალოს.