ახალი ამბები

როგორ დაკომპლექტდა საკრებულოები კახეთში

დღეს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა.

სხდომები საოლქო- საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გახსნეს და საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გარდა ამისა, დღესვე საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები აირჩიეს.

თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ თენგიზ მთვარელიშვილი აირჩიეს.

39 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 22-მა დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

თავმჯდომარის არჩევის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ფორმალურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მამუკა ბურდიაშვილი აირჩიეს, მოადგილეების თანამდებობები კი მიხეილ დაღუნდარიძემ და ალექსანდრე შათირიშვილმა დაიკავეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების კანდიდატურები წარმომადგენლობითი ორგანოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა დაასახელა.
წარმოდგენილ კანდიდატურებს საკრებულოს უმრავლესობის ოცდაორივე წევრმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის საკრებულოში 22 მანდატი „ქართულ ოცნებას“, 16 –„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი კი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აქვს.

გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მესამე ვადით ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს.

საკრებულოს სხდომა საოლქო საარჩევნო კომისისს თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც ახლადარჩეულ დეპუტატებს პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ბერიძიშვილის არჩევას 39-დან 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა.

ვანო ბერიძიშვილს სამი მოადგილე ეყოლება. აღნიშნულ პოზიციას დაიკავებენ ნანა რამაზაშვილი, ლევან ხაზიური და გუჯა ქათამაძე.

ახმეტა

ახმეტის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა.
სხდომა №18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მინდია იუკურიძემ გახსნა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით იოსები ქარუმაშვილი აირჩიეს.
ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თანამდებობების პირები გახდნენ:
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: დავით ავაზაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: გიორგი ქიბროწაშვილი, გელა ონიაშვილი.
კომისიის თავმჯდომარეები:
ეკონომიკისა და ქონების მართვის „საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – რეზო გახუაშვილი
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – გელა შაშიაშვილი
საფინანსო -საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – კახა მამულაშვილი
სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე – გიორგი მამუჩარაშვილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე – ბესარიონ კაიშვილი.

საგარეჯო

საგარეჯოს კულტურის სახლის ახალგაზრდულ დარბაზში, 2021 წლის მოწვევის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს დროებითმა სამანდატო კომისიამ, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და 39 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
დეპუტატებმა პირველივე სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავჯდომარედ ალექსი გილაშვილი აირჩიეს.
დღესვე, თავჯდომარის პირველ მოადგილედ ქალბატონი ლელა მარიდაშვილი, ხოლო მოადგილეებად ვეფხია ჩერქეზიშვილი და ალექსი იოსელიანი აირჩიეს.

დეპუტატებმა საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება ცნობად მიიღეს და საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა.

სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
სიღნაღის ახლადარჩეული საკრებულოს, პირველი სხდომა სიღნაღის #13- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა მჭედლიშვილმა გახსნა.

სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დავით ჯანიკაშვილის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მეხუთე მოწვევის საკრებულომ, თავმჯდომარედ აირჩია.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, პირველი მოადგილის ივანე მირიანაშვილის და მოადგილეების- ილია ბაიდოშვილისა და გია პავლიაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა, წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნება.ასევე განსაზღვრა კომისიიების პერსონალური შემადგენლობა და აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეები.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 დეპუტატით დაკომპლექტდა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, აქედან 12 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 14 პროპროციული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში– 9 დეპუტატით ხოლო პარტია ,,საქართველოსთვის“-საკრებულოში -1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნასრაშვილმა გახსნა.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 30 წევრია. აქედან, 10 მაჟორიტარული წესით, 20 კი პროპორციული სიით არჩეული. 30 წევრიდან ,,ქართულ ოცნებას“ 24 წარმომადგენელი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას 5, ხოლო სახალხო პარტიას 1 წარმომადგენელი.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა დასახელდა. წარმოდგენილი კანდიდატურა ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. ასევე, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებმაც. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გოჩა სამუკაშვილი, ხოლო მოადგილეებად გივი გიგაური და დავით ალუღიშვილი აირჩიეს.

დღესვე საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს კომისების თავმჯდომარეებიც: საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას მამუკა სეფიაშვილი უხელმძღვანელებს, სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას მიხეილ ბახუტაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას არსენა ბაღაშვილი, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას ნიკოლოზ ხუციშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიას გიორგი გოგილაშვილი.

2021 წლის მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია იქნება წარმოდგენილი. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნუგზარ ყოჩიაშვილი უხელმძღვანელებს, ერთიან ნაციონალური მოძრაობას კი ლევან ბაღაშვილი.

ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძემ გახსნა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა ორი კანდიდატი დაასახელეს ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – კარლო ჯამბურია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ევა ლომთძე.
ფარული კენჭისყრის შედეგად, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კარლო ჯამბურია ხმათა უმრავლესობით – 18 ხმით იქნა არჩეული.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ,,ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატი ივანე ხაჩიძე, მეორე მოადგილედ „ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველო“-ს დეპუტატი გიორგი ღამბაშიძე, ხოლო მესამე მოადგილედ სიმონი კვერნაძე იქნა არჩეული. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ და „მესამე ძალა“ – ს წარმომადგენლებს.
საკრებულოს პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სამი ფრაქციის შექმნას დაუჭირეს მხარი ესენია: ფრაქცია „ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „უკეთესი მომავლისაკენ“.
დღესვე კენჭი ეყარა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 კომისიის შემადგენლობას. 4 კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილება არ მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. ოპოზიცია კომისიების შეემადგენლობაში საკუთარ წევრებს კანონით დადგენილ ვადაში წარადგენს.