ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაშუ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და თანამსოფლელმა, ახალგაზრდას ჭრილობები სანადირო თოფიდან მიაყენა.
ხელის და ფეხის არეში დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის ,,არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, დაჭრილი საოპერაციოა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.