ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გახდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მესამე ვადით ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს.

საკრებულოს სხდომა საოლქო საარჩევნო კომისისს თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც ახლადარჩეულ დეპუტატებს პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ბერიძიშვილის არჩევას 39-დან 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა.

ვანო ბერიძიშვილს სამი მოადგილე ეყოლება. აღნიშნულ პოზიციას დაიკავებენ ნანა რამაზაშვილი, ლევან ხაზიური და გუჯა ქათამაძე.