ახალი ამბები

ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, მოსახლეობასა და თელავის მერს შორის შაბათს შეხვედრა გაიმართება

ლოპოტას ხეობაში ადგილობრივებს, ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსა და თელავის მერს შორის შაბათს შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ თელავის მერს, ლევან ანდიაშვილსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ლოპოტას ხეობაში მოსახლეობა „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. მოსახლეობის თქმით, შპს „ართანა ლოპოტას“ სამუშაოების დასაწყებად ნებართვა არ აქვს.

„ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ აპირებს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რაც ლოპოტას ხეობის გაუდაბნოებას გამოიწვევს.