ახალი ამბები

სიღნაღში ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ახალგაზრდას ოჯახი დახმარებას ითხოვს

სიღნაღი – ანაგის დამაკავშირებელ გზაზე, 26 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 19 წლის გიორგი ჯავახიშვილის ოჯახი და ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

ავარიის შედეგად დაშავებული 4 ახალგაზრდიდან, ერთი შემთხვევის ადგილზე, ორი კი საავადმყოფოში რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. მძიმედ არის დაშავებული 19 წლის გიორგი ჯავახიშვილი, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა, წამლები და ოპერაცია ესაჭიროება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.
გიორგის მეგობრების თქმით, ახალგაზრდა ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მრავლობითი მოტეხილობებით და ქალა ტვინის ძლიერი ტრამვით. ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

,,ავტოავარიის შედეგად, რომელიც სიღნაღის მიმდებარედ, სიღნაღი – ანაგის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა, ჩვენი ოთხი მეგობარი მძიმედ დაშავდა. სამწუხაროდ სამი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 19 წლის გიორგი ჯავახიშვილი კი უმძიმეს მდგომარეობაშია რეანიმაციულ განყოფილებაში და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ამ დრომდე მას თავზე ჩაუტარდა 2 ურთულესი ოპერაცია და კიდურებზე 6 ოპერაცია. ასევე აქვს მრავლობითი დაჟეჟილობა და დაზიანება.
იმისათვის რომ გიორგის შეუფერხებლად მივაწოდოთ მედიკამენტები, გვჭირდება საზოგადოების დახმარება. ვთხოვთ ყველას, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ მის ოჯახს ამ განსაცდელის გადალახვაში. მას დღეის მდგომარეობით ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები, სპეციალური საკვები, მასაჟები, ასევე შემდგომი ოპერაცია”,-
აცხადებენ გიორგის მეგობრები.

მათი თქმით, ახალგაზრდას დასახმარებლად სოციალურ ქსელში შქმნეს ჯგუფი, სადაც დასახმარებლად ბევრი ადამიანის შემოკრებას და თანხის მობილიზებას ცდილობენ.

გიორგის დასახმარებლად ბანკში გახსნილია ანგარიში.

TBC:
#GE64TB7613645064300024

BOG:
#GE44BG0000000526110267

Paypal:
djavakhishvili111@gmail.com

მიმღები: დავით ჯავახიშვილი (გიორგის მამა- ტელეფონი: 551159191)