ახალი ამბები

შილდაში მოქმედი ღვინის კომპანია ევროპის 10 ქვეყანაში დროებით მაღაზიებს გახსნის

მეღვინეობა “ჩელთი“ ევროპის 10 ქვეყანაში დროებით მაღაზიებს გახსნის.

როგორც მეღვინეობის კომერციულმა დირექტორმა, ანა მირიანაშვილმა Bm.ge-სთან საუბარში განაცხადა, პირველი Pop-up მაღაზია გერმანიაში გამოჩნდება.

„ჩელთი“ წლის განმავლობაში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელთა ფასებიც ქართულ ბაზარზე 20 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 10%-ის რეალიზება ხდება ქართულ ბაზარზე, დანარჩენი 90% ექსპორტზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში გადის. კომპანიის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრებია: ჩინეთი, იაპონია, ამერიკა.

მეღვინეობა „ჩელთი“ 2001 წელს დაარსდა. კომპანიის ვენახები ყვარელში, სოფელ შილდაში 80 ჰექტარზეა გაშენებული, რომელიც ტურისტულ კომპლექსსა და მიწისქვეშა მარანსაც მოიცავს.