საფეხბურთო კლუბი ,,თელავი” ეროვნულ ლიგაში დარჩა
ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” სტუმრად გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის “დილასთან” გამართა.
მეტოქე 3:1 ანგარიშით დაამარცხა და უკვე ოფიციალურად, თელავის გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩა.
“ჩვენი გუნდიდან ერთი ბურთი შორეული დარტყმით ცოტნე კაპანაძემ გაიტანა. მეორე მეტოქემ საკუთარ კარში შეაგდო, მესამე კი შეცვლაზე შესულმა იმედა აშორტიამ მიითვალა. სკ “თელავს” აქტივში ახლა 41 ქულა აქვს და ამ წუთისთვის, ჩვენი გუნდიც გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას სკ “თელავი” შაბათს, 4 დეკემბერს შინ გამართავს და ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის მატჩში, “კავკასიონი არენაზე” ქობულეთის “შუქურას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 15:00 საათი”,– წერია საფეხბურთო კლუბ ,,თელავის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.