ახალი ამბები

კორონავირუსით გურჯაანში, კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა

გურჯაანში კორონავირუსის გართულების შედეგად კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა.

გარდაცვლილი გურჯაანის სამების ტაძრის სტიქაროსნის მეუღლეა. 35 წლამდე ასაკის მაკა კირვალიძეს, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა.

ეს გურჯაანში ორსულის მესამე გარდაცვალების შემთხვევაა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალები ვაქცინირებულები არ იყვნენ.

დღეს, რეგიონში კორონავირუსის 178 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა თვეებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.