ახალი ამბები

27 ნოემბრიდან კახეთში გამოიდარებს და დათბება

27 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-29 ნოემბერს მცირე ნალექი შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.