თელავსა და გურჯაანში საბავშვო ბაღები 1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება
თელავსა და გურჯაანში საბავშვო ბაღები 1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება. კოვიდ- 19-ის ყოველდღიური შემთხვევებისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სააღმზრდელო დაწესებულებები ოქტომბრის ბოლოსათვის დაიკეტა.
1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება საბავშვო ბაღები თელავის მუნიციპალიტეტშიც. ცალკეული ჯგუფები და ბაღებია დაკეტილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
სპეციალისტების განმარტებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა, აუცრელი ოჯახის წევრებისა და პედაგოგებისგან დაინფიცირდა.