თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.
52 წლის ექიმი- ტრანსფუზიონისტის მარინე ნოზაძე, ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ვირუსს ერთი თვის განმავლობაში ებრძოდა.
ექიმების განმარტებით, გარდაცვლილი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.
მარინე ნოზაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საავადმყოფოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.