ყვარელში მიუსაფარი ცხოველი მოკლეს
ყვარელში მიუსაფარი ცხოველის მოკვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ცხოველთა უფლებების დამცველი, ნათია ბეუქლიშვილი აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველი, იარაღიდან გასროლით მოკლეს.
,,საქმეში ჩართულია პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება. ნაპოვნია პიროვნება ვინც ცხოველი მოკლა. ის მკვლელობის მიზეზად თავის ჯიშიან ძაღლზე გაწევას ასახელებს. მას მალე შესაბამისი სანქცია დაეკისრება მკვლელობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს აღარ შერჩებათ მსგავსი საქციელი”,– აცხადებს ნათია ბეუქლიშვილი.