კახეთში ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოვლინდა
საგარეჯოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, ნახშირის გამოწვას დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით.