საფეხბურთო კლუბმა “თელავი” ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” ბათუმში 8 ოქტომბერს ტრაგედიით დაღუპულებს პატივი მიაგეს და დაღუპული მოქალაქეების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
8 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.
სამართალდამცავების მიერ დაკავებული და ბრალდებულია სახლის პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი.
გამოძიების თანახმად, სახლის ნგრევა პირველ სართულზე მდებარე ბინაში მზიდი კედლების მოშლამ გამოიწვია. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ჯერ უცნობია.