ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, საპილოტედ გურჯაანის მუნიციპალიტეტი შეირჩა
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, კახეთის რეგიონში საპილოტედ გურჯაანის მუნიციპალიტეტი შეარჩია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი დღეიდან აქტიურად დაიწყო. მოსახლეობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში შეუძლია.
ვაქცინაციის აქტიური კამპანია სოფელ ვაჩნაძიანიდან დაიწყო.
პრემიერ მინისტრის მიერ პენსიონერებისთვის
დაანონსებული წამახალისებელი ფულადი ჯილდო მოტივაცია აღმოჩნდა უამრავი ადამიანისთვის, რომლებმაც აცრის პუნქტებს მიაკითხეს.
ვაქცინაციის მარათონის მიზანია წლის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრას.