ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის სკოლების ნაწილი სწავლის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული

თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების ნაწილი კორონავირუსის დაფიქსირების გამო სწავლის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა. ხოლო 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სკოლებში განახლდა.

აღსანიშნავია, რომ რთული ეპიდვითარების გამო სწავლა ახლა თელავის სკოლებში ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს, ზოგი სკოლა კი სრულად ონლაინ რეჟიმზეა გადასული.