საწვავის და სურსათის ფასები ყოველკვირეულად იზრდება
საწვავზე და სურსათზე ფასები ყოველკვირეულად იზრდება.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. კიდევ უფრო მეტად გაძვირდა საწვავი არაბრენდირებულ სადგურებზე. ექსპერტების თქმით, საწვავის გაძვირების მიზეზი ნავთობის ფასის ზრდაა.
საგრძნობლად გაიზარდა ფასები სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე. სურსათის ფასმა გასულ წელთან შედარებით 18%-ით მოიმატა.
საქსტატის მონაცემებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 19.6%-ით გაიზარდა, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში კი ფასები მომატებულია 8.4%-ით.