ნინო სალუქვაძის სახელობის ტურნირში თელავის გუნდმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა
თბილისში, ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში და შოთა კველიაშვილის სახელობის ტრადიციული მე-15 საერთაშორისო შეჯიბრებაზე თელავის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და 7 მედალი მოიპოვა.
გუნდის წევრებმა სალომე ფროდიაშვილმა, მარიამ ფროდიაშვილმა, შოთა სუმბაძემ და გიგა გურგენიშვილმა 7 მედალი: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
სალომე ფროდიაშვილმა ტრამვის გამო დიდხნიანი პაუზის მიუხედავად ყველაზე მაღალი შედეგით უმცროს სპორტსმენებში საუკეთესო აღმოჩნდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
,,სალომე ფროდიაშვილის და შოთა სუმბაძის წყვილმა ასევე ოქრო მოიპოვა და ნაკრების ყველა წევრი უკან ჩამოიტოვა. შოთა ასევე გახდა ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟებში. სერბეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა მარიამ ფროდიაშვილმა კი კიდევ ერთხელ ჩამოიტოვა უკან ყველა მონაწილე და ოქროს მედალი დაიმსახურა უფროსებში, ვერცხლის მედალი უმცროსებში და კიდევ ერთი ვერცხლი წყვილებში თბილისელ მეწყვილესთან ერთად.
მადლობას ვუხდით თელავის გუნდის ყველა წევრს და მათ მწვრთნელს, ბატონ ბეგლარ აბაზოვს გაწეული შრომისთვის”,– აცხადებენ გუნდში.