ახალი ამბები

სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სპორტსმენმა, ვახტანგ ჩიდრაშვილმს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

58 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მესამე ადგილი მოიპოვა.

ვახტანგ ჩიდრაშვილი არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას სხვადასხვა ჩემპიონატებში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ექვსგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.

ვახტანგ ჩიდრაშვილი 2021 წელს სამბოში, 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.