ახალი ამბები

სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღი გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იყალთოს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები “მერების შეთანხმების“ ფარგლებში განხორციელდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – ,,ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისათვის“ შენობის თბო-მოდერნიზაციასთან ერთად, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას შენობების გათბობის უზრუნველსაყოფად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით (ვენახის ნასხლავით). პროექტი 2020 წლის ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდოს მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამჟამად თელავის #1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.