ახალი ამბები

ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ხანძარი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი მოულოდნელად ნამაზოვების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დახმარე სათავსო ნაგებობას გაუჩნდა, სადაც ოჯახი ხმელი ბალახის ტუკებს ინახავდა.

არსებობდა ხანძრის სახლზე გავრცელების საშიშროება, თუმცა სამაშველო სამსახურის მიერ ცეცხლის დროული ლოკალიზება მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.