ავტომობილის გატაცების ბრალდებით კახეთში პოლიციამ მამაკაცი დააკავა
კახეთში, ავტომობილის გატაცების ბრალდებით, პოლიციამ 35 წლამდე კაცი დააკავა. შემთხვევა გუშინ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცს კუთვნილი “მერსედერსის” მარკის ავტომობილით მგზავრი პანკისის ხეობის მიმართულებით გადაჰყავდა, რა დროსაც 35 წლამდე კაცმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით მძღოლს ავტომობილის დატოვება მოსთხოვა. მეპატრონემ მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანა დატოვა და პოლიციას დახმარებისთვის მიმართა.
მანქანის გატაცებაში ბრალდებული კაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.