ახალი ამბები

იანვრიდან მასწავლებლებს, მანდატურებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდება

იანვრიდან მასწავლებლებს, მანდატურებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდება.

ამის შესახებ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც პროექტის მეორე წარდგენაშია ნათქვამი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 22,3 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლების გარდა გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.

ამასთან, ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების ზრდა ითვალისწინებს – მანდატურებისა და სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდასაც.