ახალი ამბები

2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება

როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება.

თუმცა, რა ფორმით, ამაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს და ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს.

ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავრობა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაზე მუშაობს. თუმცა, გასული წლისგან განსხვავებით ამჯერად ის უფრო მიზნობრივი იქნება.

“ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა, ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ იმ შემთხვევაში თუ ასეთი სუბსიდია იქნება, ის მიზნობრივი, ანუ კონკრეტულ ჯგუფებზე გაწერილი იქნება,”-
აცხადებს ხუციშვილი.