კორონავირუსის გართულების შედეგად კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა
კორონავირუსის გართულების შედეგად კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრს, 36 წლის ეკა ლიქოკელს, თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.
ექიმების ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისას უკვე რთული იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გარდაცვლილი დაიბადა ორსული პაციენტის შვიდი თვის ნაყოფიც.
ეკა ლიქოკელი, 21 ოქტომბერს, ქუთაისის კოვიდ- კლინიკაში ქალაქ ფოთიდან გადაიყვანეს, სადაც ის გათხოვილი იყო.
ახლობლების ინფორმაციით, ეს ქალის პირველი ორსულობა იყო და ოჯახი, ბავშვს, სამი წლის განმავლობაში ელოდა.
მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ორსული ქალი გარდაიცვალა გურჯაანშიც. ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა მოახერხეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, სულ საქართველოში 18 ორსულია გარდაცვლილი.