თბილისი -დედოფლისწყაროს სამარშრუტო ხაზის მძღოლი მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა
თბილისი -დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა.
შემთხვევა სოფელ გამარჯვებასთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და საჭესთან მყოფი დაიღუპა. მიკროავტობუსის შეჩერება კი ერთ- ერთმა მგზავრმა მოახერხა.
ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი დაშავებული არ არის.
გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია.