ახალი ამბები

აქცია “უარი საწვავის ფასებს”

მოსახლეობა სოციალურ ქსელში აქციას აანონსებს სახელწოდებით ”უარი საწვავის ფასებს”.

ამისათვის შეიქმნა ჯგუფი, სადაც საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობა , აპროტესტებს საწვავის ფასის გაზრდას და ამის ნიშნად ,,ვისოლის” ბენზინ- გასამართ სადგურზე ბენზინს აღარ ასხამს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ მეთოდით კომპანიას გაყიდვები მოაკლდება და ფასს დაწევენ. ამის შემდეგ კი ყველა იმ კომპანიას, რომელიც საწვავის ფასს გაზრდის ბოიკოტს გამოუცხადებენ.