ახალი ამბები

თელავის თეატრში პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკის თეატრის დასი სპექტაკლებს გამართავს

თელავის თეატრში პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკის თეატრის დასი სპექტაკლებს გამართავს.

სპექტაკლები 5-8 ნოემბრის პერიოდში ჩატარდება.

,,თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის ჩართულობით და ოფიციალური წარმომადგენლობით საქართველოში ტარდება საერთაშორისო პროექტი ‘’DIRECTION TELAVI”, რომლის ფარგლებშიც პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკის ალექსანდრე ვეგიერკოს სახელობის დრამატული თეატრის დასი პირველად ეწვევა საქართველოს და გამართავს სპექტაკლებს თელავის თეატრში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 5 ნოემბერს 14:00 და 18:00 საათზე და 8 ნოემბერს, 14:00 და 18:00 საათზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები – “LAMENTS”, რეჟისორი გჟეგოჟ სუსკი და “MUD”, რეჟისორი – მარტინა ლიკო”,-აცხადებენ თელავის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციაში.