დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ.
24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად – 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა.
არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.
მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების მეორე ტური ხუთ თვითმმართველ ქალაქში, შემდეგ კანდიდატებს შორის ტარდება.
არჩევნების მეორე ტური 15 თვითმმართველ თემში, მათ შორის თელავშიც ჩატარდება. ერთმანეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი და “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოდან“ ლევან ანდრიაშვილი დაუპირისპირდებიან.