ქართული ცხვრის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა
ქართული ცხვრის ექსპორტი 161%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან $24 მილიონის ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა.
ქართული ცხვრის ძირითადი შემსყიდველი წელს საუდის არაბეთია, სადაც ექსპორტზე $18.1 მილიონის ღირებულების ცხვარი გავიდა. $4.6 მილიონის ცხვარი შეიძინა აზერბაიჯანმა. $1 მილიონის ექსპორტი განხორციელდა ქუვეიტში. ქართული ცხვრის იმპორტში $175 ათასი გადაიხადა არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა. გარდა ამისა, $112 ათასის ცხვარი შეიძინა კატარმაც.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საქართველომ სომხეთში $638 ათასის ცოცხალი ცხვარი იყიდა. შესაბამისად, $134 და $95 ათასი გადაიხადა საქართველომ ცხვრის იმპორტში ესპანეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.